“ამოფარებულები არიან დემოკრატიის მანტიას, მედია მანტიას. ახლა ახალგაზრდებს ამოეფარნენ და, თითქოს, ახალი სახეა. ვინ არის ახალი სახე? გვარამია არის ახალი სახე? – განაცხადა “ქათული ოცნების” დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას მიერ პარტიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გვარამია წინა ხელისუფლების რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო და ისრების მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე გადატანა მას არ გამოუვა.

“რაც არ უნდა დაიმალო და ამოეფარო ამ ახალგაზრდებს, შენ გგონია, დაავიწყდება საზოგადოებას, ვინ იყავი და რა იყავი? ჩვეულებრივი ზონდერპროკურორი იყავი, იმ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი. მხოლოდ სააკაშვილზე გინდა, ისრები გადაიტანო? შენც, ადეიშვილიც და დანარჩენი ზონდერებიც იყავით მთლიანად ამ ჯაჭვისა და ქსელის ავტორები. კარგად გვახსოვს”, – მიმართა ირაკლი ზარქუამ გვარამიას.