პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მეტროში გაკეთებულ ფაშისტურ წარწერას ეხმაურება.

“თუკი ამერიკასა და სლოვაკეთში ტერაქტები პოლიტიკურ ლიდერებს მოუწყვეს, საქართველოში უფრო შორს წავიდნენ და მასობრივი ტერაქტი გამოაცხადეს.

“ქოცი” ოპოზიციის შეფასებით, არა მარტო ოცნების წარმომადგენლები,  არამედ მათი მხარდამჭერებიც არიან.

“მოკალი ქოცი” სწორედ ხელისუფლების მხარდამჭერთა ტოტალურ დაშინებაზე და ძალადობაზეა გათვლილი.

ეს პოლიტიკური ტერორიზმია და შეუძლებელია ერთი ან ორი პირის მიერ იყოს მოფიქრებული. ამას ვერავინ გაბედავდა ლიდერებთან შეთანხმების გარეშე. ლიდერები კი უცხოელი პატრონების ნებართვის გარეშე.

“მაიდანი” ჩავარდა და ახლა ფიქრობენ, რით შეიძლება ჩაანაცვლონ ძალადობა და მოიფიქრეს აქცია, რომელიც პირდაპირ  სისხლიან ძალადობაზეა გათვლილი.

ოპოზიცია და მათი ლობისტები ამ ქუჩის მეამბოხე აქციებს დღემდე მშვიდობიან აქციად ნათლავდნენ, ახლა უკვე ვეღარ ან აღარ მალავენ საკუთარ აგრესიას.

სუიციდის მსგავსად, ტერორისტული მოწოდებაც ძალზედ სახიფათოა საზოგადოებისთვის, რადგან მისი მიმღებლობა ფსიქიკურად  გაუწონასწორებელი ხალხისთვის დიდია, მითუმეტეს, პოლიტიკურად ანგაჟირებადი მოქალაქეებისთვის.

მივესალმებით შსს-ს მიერ ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან მასობრივი პოლიტიკური ტერორიზმის მცდელობა სრულად იქნება აღკვეთილი“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.