“თავისი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან ამდენი ხნის განმავლობაში”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ აშშ-მა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები დაიცვას.
ამასთან, ხაზარაძე ხელისუფლებას “არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმად” მოიხსენიებს.

“დადგა თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი, ისევ იგივე პერსონაჟები, რომლებიც, სხვათა შორის, ხაზარაძესთანაც არიან (მათ შორის, ის პერსონაჟებიც, ვინც 2008 წელს სარჩელი შეიტანეს საქართველოს სამხედროების წინააღმდეგ, მის პარტიაში არიან), ისევ გაიქცნენ ბრიუსელში და დაიწყეს ჩივილი: “არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი”. ახლა, თურმე, საქართველო პროირანული ყოფილა. რომელიმე თქვენგანმა, ვისაც ნათელი გონება აქვს, რაც უნდა დაგავალონ, როგორ უნდა იფიქროთ, რომ საქართველო პროირანული ქვეყანაა?!” – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.