გიორგი გამსახურდია პარტია „დროას“ წარმომადგენლის, მარიკა მიქიაშვილის შესახებ პლატფორმა “X-ზე” პოსტს აქვეყნებს და მიქიაშვილის ძველ სტატუსებს ურთავს, სადაც ის დონალდ ტრამპსა და ილონ მასკზე უარყოფით კონტექტსში წერდა.
„ვინმე “ნაცაქტივისტკა” მიქიაშვილი, ტრამპისა და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე, ახლა პროამერიკელად გვევლინება. ამ უსახურ და უგვანო არსებას, ასევე, მის თანამოაზრეებს ავიწყდებათ, რომ ყველაფერს ინახავს არქივი. აზრი არ აქვს მის ახლანდელ უსუსურ აქტივობას. ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ!“ – წერს გიორგი გამსახურდია.