„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელი, დავით ჩიხელიძესოციალურ ქსელში აქვეყნებს 2006 წლის, 4-10 სექტემბრის სალომე ზურაბიშვილისინტერვიუს გაზეთიდან -„კვირის პალიტრა“ , სადაც ზურაბიშვილი პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის მამაზე საუბრობს და აცხადებს, -“გურიის თხილისმაფია დაკავშირებულია მეორე მაფიოზურ ჯგუფთან, რომელიც ამავე ბიზნესს აკონტროლებსსამეგრელოსა და აფხაზეთში…
საქართველოში თხილის ბაზარი ამ ჯგუფებს უჭირავთ და ცხადია, ფასსაც ისინიაკონტროლებენ. ეს სფერო სიორიძე–ჩხარტიშვილოს ჯგუფს გადაუგდოხელისუფლებამ…მიკვირს, კაცი, რომელმაც შევარდნაძის დროს ანაბრები შეჭამა, რატომარის ხელშეუხებელი“.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დღეს სალომე ზურაბიშვილი ცდილობს საზოგადოებასწარუდგეს როგორც ერთგვარი გამაერთიანებელი იმ “წესიერი პოლიტიკური ძალებისა” რომლებმაც საქართველო უნდა “გააბედნიერონ“. გამბედნიერებელთა რიცხვში რა თქმაუნდა “ლელოც” არის, ხოლო ამ პარტიის რიგებშია წესიერების ტრადიციებით გამორჩეულიბატონი სიორიძე.
მისივე თქმით, შვილი მამის ცოდვებზე პასუხს არ აგებსო, მაგრამ პრეზიდენტის ვერსიითმაფიოზურად ნაშოვი ფულით ბატონი გიორგი სიორიძე ალბათ დღემდე მშვენივრადსარგებლობს.
„დღეს სალომე ზურაბიშვილი ცდილობს საზოგადოებას წარუდგეს როგორც ერთგვარიგამაერთიანებელი იმ “წესიერი პოლიტიკური ძალებისა” რომლებმაც საქართველო უნდა“გააბედნიერონ“. გამბედნიერებელთა რიცხვში რა თქმა უნდა “ლელოც” არის, ხოლო ამპარტიის რიგებშია წესიერების ტრადიციებით გამორჩეული ბატონი სიორიძე, პარტიისპოლიტსაბჭოს წევრი და პარალელურად ცესკოს “მიუკერძოებელი” წევრი.
ბატონმა სიორიძემ შეიძლება მიკერძოებულად მე ჩამთვალოს, ამიტომ მასზე ჩემ აზრსგვერდზე გადავდებ და მოდით თვითონ ქალბატონ სალომეს მოვუსმინოთ რას ფიქრობს იგიამ სიორიძეებზე:
“გურიის თხილის მაფია დაკავშირებულია მეორე მაფიოზურ ჯგუფთან, რომელიც ამავებიზნესს აკონტროლებს სამეგრელოსა და აფხაზეთში… საქართველოში თხილის ბაზარი ამჯგუფებს უჭირავთ და ცხადია, ფასსაც ისინი აკონტროლებენ. აქამდე თხილი 4-5 ლარიღირდა. ხალხმა ხსენებულ რეგიონებში თხილი გააშენა, მაგრამ თხილის მაფიამ ყველასჩაუგდო საქმე. .. ეს სფერო სიორიძე–ჩხარტიშვილოს ჯგუფს გადაუგდო ხელისუფლებამ…
მიკვირს, კაცი, რომელმაც შევარდნაძის დროს ანაბრები შეჭამა, რატომ არისხელშეუხებელი.”
გაზეთი “კვირის პალიტრა“, 4-10 სექტემბერი, 2006 წელი.
საქმეში ჩაუხედავი მკითხველისათვის – სალომე ზურაბიშვილი გიორგი სიორიძის მამაზესაუბრობს. შვილი მამის ცოდვებზე პასუხს არ აგებსო, მაგრამ პრეზიდენტის ვერსიითმაფიოზურად ნაშოვნი ფულით ბატონი გიორგი სიორიძე ალბათ დღემდე მშვენივრადსარგებლობს“,- წერს დავით ჩიხელიძე.