არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ამ ფაქტთან დაკავშირებით კობახიძეს ასევე მიულოცეს: შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა – ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა და შეიხმა მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა – ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ.