ბაკურიანში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი იმყოფება. საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს პირველად მასპინძლობს. ის ევროპაში მერვე სახელმწიფოა, რომელსაც ჩატარებული აქვს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები.

ოლიმპიადაზე წარმოდგენილია სპორტის 8 სახეობა.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრებები დღეიდან იწყება. ფესტივალის საზეიმოდ გახსნისას შედგა სპორტსმენების ტრადიციული აღლუმი. მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, ღონისძიების ბოლოს კი ბაკურიანის ცენტრალურ პარკში ოლიმპიური ცეცხლი ქართველმა სამთო-მოთხილამურემ, ანასტასია მირიანაშვილმა აანთო.

ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მისთვის, ბაკურიანთან ერთად, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა იქნება გამოყენებული.