„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, მის მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით წამოწყებული კამპანია პოლიტიკური გზავნილია.
„დღეს ვადაგასულმა თაღლითმა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავისი კუთვნილება საზოგადოების იმ დანაშაულებრივი/დეკლასირებული ელემენტების გარემოსადმი, სადაც აზრის გამოხატვის მიზნით მიმართავენ კრიმინალურ სამყაროში აპრობირებულ სპეციალურ სოციალურ დიალექტს (სოციოლექტს).
ამჯერად, ხაზარაძეს შეიძლება სურდა კიდეც, თავი “მუჟიკად” წარმოეჩინა, რომელიც პირდაპირ ემუქრება ბიძინა ივანიშვილს ა.წ. 27 ოქტომბერს მისი მოსკოვის მიმართულებით გაძევებით, მაგრამ ხაზარაძის შემთხვევაში, როდესაც “ფრაერთან” გვაქვს საქმე, მისი მუქარა უფრო “ფუფლოს” წააგავდა – იმ ორმაგ “ფუფლოს”, სადაც ხაზარაძე ჯერ არჩევნებს იგებს, ხოლო შემდეგ მოწინააღმდეგეთა დეპორტირებით უნდა დაკავდეს და რომლის დამახსოვრებასაც აზრი არა აქვს.
ან როდის აგებდა პასუხს თავის მიცემულ სიტყვაზე?! ან როდის ქენჯნიდა “ნამუსი” ფუფლოს გავრცელების გამო?! საოცარია ამ კრიმინალურ “ლელო”-საკანში გაერთიანებული იმ “ფრაერების” ნაირსახეობა, რომლებიც ცდილობენ, მუქარით გადაფარონ “პარაშასთან” მყოფი მდგომარეობა: “კამსამოლები”, კომპარტიელები, რუსი მასონი – ანუ ზუსტად ის კონტინგენტი, ოქტომბრის ბოლოს მოსკოვის რეისზე შეძენილი ავიაბილეთები რომ “დახატავდათ”, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.