აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„სამწუხარო ტრაგედია დატრიალდა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.

შემზარავი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის, სალაპარაკოდაც მძიმეა, მაგრამ ეს არ არის სამშენებლო არეალი.

აქ ცხოვრობდა პიროვნება, სადაც ეს ტრაგედია მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე არ მომხდარა.

გვერდით იყო საცხოვრებელი სახლი, რომელმაც ბინა მიიღო და შესაბამისად გადავიდა. ჰქონდა კუსტარულად გაკეთებული თხრილი, სადაც ფეკალური მასა ჩაედინებოდა და შემდეგ რომ მოხდა ამ სახლის დემონტაჟი, ეტყობა უყურადღებოდ დატოვა“, – აღნიშნა რამაზ ჯინჭარაძემ.

ცნობისთვის, ბათუმში წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, რომლთა გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.