სერბეთში, “IMMAF-ის” ეგიდით 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ეროვნულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოთხი – ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
18-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა გიორგი პირველი (56,7 კგ); ვიცე-ჩემპიონი გახდა ოთარ ბერიძე (52,2 კგ); ბრინჯაოს მედალი კი ნინი ცქვიტარიამ (56,7 კგ) მიიღო.
16-წლამდელებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ელენე გლურჯიძემ (48 კგ).
19 თებერვლიდან ევროპის ჩემპიონატში იუნიორებისა და სენიორების ეროვნული ნაკრები ჩაერთვება. ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.