ქართველმა პარამოფარიკავემ, გვანცა ზადიშვილმა სან პაულოს მსოფლიო თასზე რაპირით ასპარეზობაში (A კატეგორია) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ბრაზილიაში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გვანცამ ტაილანდელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ფინალში კი უნგრელ პარასპორტსმენთან წააგო და მეორე ადგილი დაიკავა.
ამავე ტურნირზე ზადიშვილმა ხმლით ფარიკაობაშიც ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ სან პაულოში რაპირაში ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ჩვენი ტიტულოვანი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი, ხოლო ნინა თიბილაშვილი რაპირით ასპარეზობაში (A კატეგორია) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
აღნიშნულ ტურნირზე ნინამ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.