“საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ოზურგეთში.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჭირო ტექნიკა და ადამიანური რესურსი ადგილზეა.

ყველა სამინისტროს შესაბამისი სამსახური ჩართულია და კოორდინირებულად მიმდინარეობს სამუშაოები კონკრეტული გეგმის შესაბამისად.

ვფიქრობთ, კავშირის დამყარება მოხდება იმ ადგილებთან, სადაც ამ წუთში არ არის კავშირი.

ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზები ამ მომენტისთვის გაწმენდილია და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები.

მოგეხსენებათ, ინტენსიურმა თოვამ მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები შექმნა, თუმცა მობილიზაცია, ასევე, შესაბამისი სამუშაოები და ღონისძიებები არის გათვალისწინებული. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ შტაბის სხდომაზე“, – განაცხადა ქარსელაძემ.