პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებას – „ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა“ – ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.
„ლორა თორნტონი არის „დიფ სთეითის“ იდეოლოგიის გამავრცელებელი, რომელიც ამჟამად აქტიურად მუშაობს საქართველოზე.
ის პირდაპირ მოუწოდებს ხალხს, დაანგრიოს საკუთარი ეკონომიკა, იძლევა დირექტივებს და გვახსოვს მისი ანგარიშებიც.
მას შემდეგ, რაც მისმა მოწოდებებმა ხალხთან არ გაჭრა, ის მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე გადაერთო.
მას აქამდე არაფერი გამოუვიდა და არც ამ ახალი დირექტივებით გამოუვა რამე.
ამის თქმის საფუძველს გვაძლევს, პირველ რიგში, ხალხი, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ობიექტურ ინფორმაციას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.