“საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში კიდევ ერთი სოლი ჩაარჭო, ამჯერად, ჩეხეთის სენატის აშკარად პროვოკაციულმა რეზოლუციამ “საქართველოში კრიზისისა და ჩეხეთის რესპუბლიკისთვის მისი ზეგავლენის შესახებ”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

“ამ თავიდან ბოლომდე ცრუ ნარატივებსა და ტენდენციურ აღქმებზე აგებული განცხადებით, ჩეხეთის პარლამენტი,
ფაქტობრივად, იგნორირებას უკეთებს და აფურთხებს საქართველოს 1,2 მლნ მოქალაქის არჩევანს, უხეშად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, არ აღიარებს საქართველოს არჩევნების შედეგებს და ჩვენი ოფიციალური პირების სანქცირებას ითხოვს.

განცხადება ვერაფრით ასაბუთებს, რომ ჩვენს ქვეყანაში კრიზისია, და ვერც იმას, თუ რა ზეგავლენა უნდა მოახდინოს ჩეხეთზე საქართველოს მოვლენებმა.

რეზოლუციაში ხაზგასმულია სალომე ზურაბიშვილის როლი არჩევნების არაღიარებაში, და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რამხელა სამსახური გაუწია ამით ოპოზიციას, რომელიც ახლა მასთან ვალშია”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.