“სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება”, – განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ ბექა დავითულიანმა.
„თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი, დახურა ყოველგვარი სივრცე პოლემიკისთვის.
მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა სტუდენტებსა და რექტორს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს. შესაბამისად, საკითხი ამოწურულია”,– განაცხადა დავითულიანმა.