თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის გამო 8-წლიანი სასჯელი და, საერთო ჯამში, თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვით განესაზღვრა.
საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია.
ეს უკვე მეორე განაჩენია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბოლო დღეების განმავლობაში, სააკაშვილის საქმეზე გამოიტანა.
სააკაშვილთან მიმართებით ახლა დარჩენილია მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება.