ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ პუტინის არმიის განადგურება, რომელიც ალბათგამოიწვევს რუსეთში რეჟიმის შეცვლას, დიდი გეოპოლიტიკური პრობლემაა“, – განაცხადაგარი კასპაროვმა Youtube-არხთანსტუმრად გორდონთანინტერვიუში.

ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, გრძელდება მოლაპარაკებები, რომელიც არასოდეს შეწყვეტილაბაიდენის ადმინისტრაციას, კონკრეტულად კი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსდირექტორს ბერნსს, ეროვნული უშიშროების წარმომადგენელ სალივანსა და პუტინისემისრებს შორის.

საუბარია უკრაინის ფაქტობრივ გაყოფაზე, სწორედ ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციისმიზანი. ამ პირობებში კონგრესისთვის გასაგებია, რომ იარაღის მიწოდება იმ მასშტაბებით, რაც აუცილებელია, ეწინააღმდეგება ამ მიზანს

როგორც კი ვიწყებთ იმის გააზრებას, რომ ბაიდენის მიზანი არასოდეს ყოფილაუკრაინისთვის იარაღის სრულად მიწოდება გასამარჯვებლად, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება არეწერება ამ ადმინისტრაციის გეოპოლიტიკურ გეგმებში, ყველაფერი თავის ადგილზედადგება“, – აცხადებს კასპაროვი.

კასპაროვი ამას იმას უკავშირებს, რომ ვაშინგტონში მსოფლიოს განხილვას .. კისინჯერისსამკუთხედისმოსკოვივაშინგტონიპეკინი თვალსაზრისით განხილვას აგრძელებენ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკას აუცილებლად სჭირდება მოკავშირე მთავარი მტრისწინააღმდეგ, რომლის როლსაც დღეს ჩინეთი ასრულებს. შესაბამისად, პუტინის რეჟიმისპოტენციური კრახი და ქვეყნის განადგურება გეოპოლიტიკური ბალანსის ცვლილებისსაწინდარი იქნება.

მისივე თქმით, ამერიკას საკმარისი იარაღი აქვს უკრაინისთვის გადასაცემად, თუმცა ამასშეგნებულად არ აკეთებს.

გვაქვს სიტუაცია, როდესაც ამერიკელები შეგნებულად არ აწვდიან უკრაინას იარაღს, რომელსაც შეეძლო გაენადგურებინა როგორც მინიმუმ რუსეთის არმიის მომარაგება.

რატომ ხდება ესერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ცენტრალური სადაზვერვოსამმართველოს დირექტორმა აიღო ვალდებულება ნარიშკინის წინაშე, იმის შესახებ, რომამერიკული იარაღი არ იქნება გამოყენებული ყირიმის ხიდის შეტევისთვის.

ერთი მხრივ, ამერიკელებს არ შეუძლიათ დაუშვან უკრაინის დამარცხება, მეორე მხრივ, მათეშინიათ იმ პოლიტიკის, რომ უკრაინულმა გამარჯვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთიგეოპოლიტიკური შედეგი, რომლსაც ისინი თავს ვერ გაართმევენ“, – ამბობს კასპაროვი.