„ვიღაც ბებერი სოროსი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით,“ – განაცხადა საპარლამენტო პარტია„ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ.
“მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ხალხი და გადარჩენა „დიფ-სთეითის“ თამაშისგან. ამ ყველაფერს თამაში ჰქვია, სხვა არაფერი. ვიღაც ბებერი სოროსი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით,“ – განაცხადა დეპუტატმა.
“უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან დიდი ქვეყნების ლიდერები და მათი ელჩები ჩვენს ქვეყანაში, თავს უფლებას აძლევდნენ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის გაეკეთებინათ მოწოდებები საქართველოს ამ გამანადგურებელ ომში ჩართვასთან დაკავშირებით.
დიახ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნებოდა გამანადგურებელი ომი, რომელიც სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა. თქვენ პარტიზანული ბრძოლის გამოცდილება გაქვთო – მთაში და ტყეში გასახიზნად გაიმეტეს ეს ქვეყანა,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.