“ვაშაძისეულ [იკითხე ნაცების] ვერსიას მხოლოდ გულუბრყვილო ხალხი თუ შეუძლია შეაცდინოს”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც კითხვაზე – რატომ არ გააფრთხილეს მოსალოდნელი ომის შესახებ მოსახლეობა? – უპასუხა, რომ “მაშინ, როცა რუსეთს დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით – ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა”.

“სინამდვილეში კონფლიქტის ზონაში ხალხის ჩატოვების რეალური მიზეზი ის გახლდათ, რომ ყოფილიყო მსხვერპლი და შემდეგ ნაცებს ეს “კარტინკები” მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, “რუსეთისთვის ნიღაბის ჩამოხსნის” ამბავში, ან გაემართლებინათ საკუთარი ქმედებები.

მათ ხომ მართლა სჯეროდათ, რომ დასავლეთი ამ ომში აუცილებლად წამოეშველებოდათ. ამის ირიბი მტკიცებულებები არსებობს, და პირდაპირ მტკიცებულებებს იმედია კომისია მოიპოვებს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.