უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი ადასტურებს, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინის არმია, შეტევების ნაცვლად, თავდაცვაზეა გადასული.

გერმანული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში სირსკიმ აღნიშნა, რომ ომში ახალი ეტაპი იქამდე დაიწყო, ვიდრე ის არმიის ხელმძღვანელად დაინიშნებოდა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება და ოკუპანტის არმიაში დიდი დანაკარგის უზრუნველყოფაა.