„პრაქტიკაში კანონის რეალიზება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის გამკაცრება. ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ გაჰყვეს  ამას შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით.

“ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს და შესაბამისად, მომავალშიც მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავამარცხოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სენი. ეს საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერმა.