“ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევები გვაქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობის აღდგენით საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას.
“იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ. მთავარი არის მშვიდობა განვითარებისთვის, სხვადასხვა ქვეყანას შორის სწორი ურთიერთობისთვის, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ჩვენს რეგიონში მშვიდობის გაძლიერებაზე და ძალიან გვიხარია, რომ ამას თურქეთთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც ასევე სამშვიდობო ხედვის მქონე ქვეყანაა.
სამომავლოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განვაგრძობთ სამშვიდობო ხედვის განხორციელებას და აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით – ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც დაკავშირებადობის უნარსა და ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მშვიდობა და კეთილდღეობაა ის, რაზეც აქცენტები ყველამ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა პრემიერმა.