პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას ეხმაურება.

კერძოდ, წილოსანმა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების მიზეზზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ალბათ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულისხმობენ, რომ ცენტრალური გამზირების გადაკეტვისთვის, საბოტაჟის მოწყობისთვის ადამიანები უწყინარი 5000 ლარით რომ ჯარიმდებიან მხოლოდ”.

“რა ამბავი აუტეხავთ…

კი, ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით, რასაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს აგენტურა, მით უმეტეს როცა ამ 5000 ლარსაც პატრონები უხდიან!” –  წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.