თბილისში კადეტთა ევროპის თასი გაიმართა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა 15 მედლით დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
“ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა იზეიმეს: თინათინ გულბანმა (- 57 კგ), ცოტნე იჩქიტიძემ (- 60 კგ), ქეთი რობაქიძემ (- 70 კგ) და იოანე აბალაკმა (+90 კგ). ვიცე-ჩემპიონები გახდნენ: საბა ბოლქვაძე (-50 კგ), ნანა გულბიანი (- 63 კგ), ლუკა ქუთათელაძე (- 73კგ) და საბა ფრუიძე (- 90 კგ). ბრინჯაოს მედლები მარიამ გულიაშვილმა (-52 კგ), ბაჩო გიგანმა (-66 კგ), ზურაბ გოგაძემ (-66 კგ), ნინი ძაგანიამ (-70 კგ), გიორგი კოღუაშვილმა (-90 კგ), გიორგი ქაშიბაძემ (+90კგ) და ილია ზაქუტაშვილმა (+90 კგ) მოიპოვეს.
ტურნირი თბილისის არენაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.