კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თანამედროვე ქართველი პოეტისა და მხატვრის – თინათინ მღვდლიაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
„მე ავირჩიე გზა ეკლიანი” – ამ სახელწოდების საღამო მხატვრული წარმოდგენით შედგა, რომელიც მთლიანად თინათინ მღვდლიაშვილის მრავალწლიან შემოქმედებას მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი სახეები, საზოგადო მოღვაწეები, რომლებმაც იუბილარის ლექსები წაიკითხეს, გაიხსენეს მისი შემოქმედება, ხოლო ქართველმა მომღერლებმა პოეტის ლექსებზე შექმნილი ცნობილი კომპოზიციები შეასრულეს.
თინათინ მღვდლიაშვილი გალაკტიონ ტაბიძისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის ლაურეატია, რომელსაც პოპულარობა ლექსმა „დავით მეფემ” მოუტანა.