პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანას საგუშაგოს აგების თაობაზე.

„გახარიამ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ეს იყო პროვოკაცია, გადადგმული მისი მხრიდან და ამ პროვოკაციას ჰქონდა კონკრეტული მიზნები, რაც მდგომარეობდა შემდეგ კონფლიქტის, მათ შორის, შეიარაღებული კონფლიქტის გამოწვევაში და ცხადია, ამ პროვოკაციის უკან იდგა კონკრეტული დავალებები, რომლის შესრულებასაც ეს ადამიანი ლამობდა. მადლობა ღმერთს, რომ მიუხედავად ასეთი მზაკვრული გეგმისა, აქედან მინიმალური ზიანით გამოვედით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.