„მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად, უცხოელ პარტნიორებს და ელჩებს მივმართო, რომლებიც ხშირად გვიწუნებენ ხოლმე დემოკრატიას და არა ერთხელ რეზოლუციაშიც ახსენეს და კომენტარებშიც, რომ თითქოს ნაწამები იყო პატიმარი სააკაშვილი. ამ სხდომებს ხომ უყურებენ? უკვე 2 თვეზე მეტია, თითქმის ყოველდღიურად, აქ მოსული ადამიანები საუბრობენ წამებაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ქონება დაკარგა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პოლიტიკურად დევნილი იყო თუ ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველა ფაქტი მიდიოდა ციხეზე, წამებაზე”, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

“ამიტომ, მაქვს სურვილი, გამოეხმაუროს ევროკავშირის ელჩი ამ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლების განცხადებებს, რომლებიც არიან პირველწყაროები, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ და ეს დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოსა და ქართული მართლმსაჯულების ფაქტებით და, რაც მთავარია, საზოგადოების მიერ. ახალგაზრდებმა, რომლებიც ელჩების განცხადების საფუძველზე ვითომ აპროტესტებენ ვითომ დემოკრატიის უკუსვლას, ეს მოისმინონ და ამაზე გააკეთონ რეაგირება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.