“ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას, სადაც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით თამაზ მოლაშვილია მიწვეული, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პირადი შურისძიება, რომელიც ადამიანის გაუბედურებით, სასტიკი მოპყრობით დაიწყო სააკაშვილმა და ბოლოს იქამდე მივიდა, რომ არ დარჩენილა საერთაშორისო ინსტანციების დასკვნები, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები და ქვეყნის რეპუტაცია არ დაეზიანებინა.
დაბოღმილი ნაძირალების ხროვა მართავდა ქვეყანას და პირად თუ მერკანტილურ ინტერესებს ანაცვალებდნენ სრულიად საქართველოს.
სააკაშვილს ციხე უნდა დააშენო თავზე და სამუდამოდ გამოამწყვდიო!“ – წერს ქადაგიძე.