პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით თამაზ მოლაშვილია მიწვეული, კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ევროკავშირის ელჩს მიმართა.
„გამოვიდეს ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი და გაგვცეს პასუხი, სულხან მოლაშვილის მამა, რომელიც დღეს მობრძანდა, რომელიც ჰყვება იმ წამებაზე, რაც სააკაშვილმა, პირადი შურისძიების მიზნით, სულხან მოლაშვილს საპატიმროში დამართა, რომელიც მინუს ერთ სართულზე ჰყავდათ დამწყვდეული უჰაეროდ, დილეგში, საჭმლის გარეშე, სკამისა და საწოლის გარეშე, დაუწვეს ზურგი სიგარეტის ნამწვავებით, ამ დროს რომ არ ეყვირა, ჩამოაცვეს თავზე ცელოფანი და გუდავდნენ, არ უმკურნალეს C ჰეპატიტზე, გარეთ მყოფ ოჯახს აყიდვინეს აგარაკი, გადააცემინეს სახელმწიფოსთვის და ყველა უბედურება რაც მოვყევით… გამოვიდეს და თქვას მხოლოდ ერთი სიტყვა – კარგია ეს თუ ცუდია. მეტი ჩვენ მისგან არაფერს ვითხოვთ და კარგი იქნება, თუ ის, პირადად, შეწყვეტს სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზრუნვასა და დარდს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.