“ევროკავშირი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული წესების ცვლილებასა და აღნიშნული მექანიზმის გაუქმების გამარტივებას აპირებს! ევროკავშირში სურთ, შექმნან ბერკეტი, რომლითაც მოხდება დაუმორჩილებელი სახელმწიფოების ღიად დასჯა და პოლიტიკური შანტაჟი”, – წერს “ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
“არ ემორჩილებით ჩვენი თამაშის წესებს?! შეგზღუდავთ! პოლიტიკური მარაზმია, როცა პარალელს ავლებ და ხვდები, რომ ევროპა რუსული ხელწერით გებრძვის. ორი ათეული წლის წინ ასე რუსეთი მოიქცა, როცა უარგუმენტოდ დაადო ემბარგო იმ ქვეყნის პროდუქციას, რომლის ქმედებებიც არ მოსწონდა. მან ახსნა-განმარტების გარეშე გამოყარა სხვა ქვეყნის დეპორტირებული მოქალაქეები და მათ მიმართ სხვა უსამართლო სასჯელი გამოიყენა.
ევროპა რუსეთს ემსგავსება?! რაღა განსხვავებაა?“ – წერს მეგრელიშვილი.