„ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. ეროვნული ინტერესების დაცვა გარკვეულ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამართლებრივად ჩვენთვის შეუძლებელია საუბარი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ოკუპაციის პირობებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი – 2-თან” ინტერვიუში.

“დღეს რუსეთი ფედერაციას აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20% და ამ ვითარებაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ნიშნავს გარკვეული ფორმით შეგუებას იმ მოცემულობასთან, რომ შენი ტერიტორიების ნაწილად ამ სახელმწიფოს მხრიდან არ მიიჩნევა შენი ისტორიული რეგიონები. მთავარი ბარიერი არის ოკუპაცია. ბუნებრივია, ოკუპაციას თუ გვერდზე გადავდებთ, ყველაფერზე შეიძლება საუბარი. თუ აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ამ შემთხვევაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ლოგიკურიც იქნება. რაც შეეხება იმ მოცემულობას, როცა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული და არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. ჩვენთვის წითელი ხაზია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი“, – განაცხადა პრემიერმა