„აშშ-ში ჩვენი ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია, დაახლოებით, ორი კვირაა. ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “რუსთავი – 2-ის” გადაცემა „ღამის კურიერში“.
“პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე ორი კვირიდან ორ თვემდე პერიოდი. ვნახოთ. იმედი გვაქვს, რომ არ გაიწელება ეს პროცესი და მალე მივიღებთ დასტურს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ჩვენი ელჩის ვინაობაც”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.