„ჩვენ გვაქვს ხელი გაწვდილი. საუბარი შედგა, მათ შორის, აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კომუნიკაცია არსებობს. ჩვენ ოპტიმიზმით ველოდებით. ვნახოთ, რა იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი – 2-თან” ინტერვიუში.
“შეგვიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რასაც ხშირად ვამბობთ – ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. გახსოვთ ტრამპის ცნობილი სიტყვები: ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“, ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას. ეს ორთაბრძოლა მიმდინარეობს. „დიფ სთეთი“ რამდენად შეიძლება, განადგურდეს, არ ვიცი, – საუბარია სერიოზულ ძალაზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტად დასუსტდება, მით უფრო მეტია იმის პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომ გვინდა, სრულიად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. უფრო მეტიც, ჩვენ ვამბობთ, რომ მანამდე ეს იყო ფურცელზე არსებული პარტნიორობა; ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გზამკვლევი ამ პარტნიორობისთვის, სადაც აისახება გუნდური სარგებელი ორივე სახელმწიფოსთვის – როგორც აშშ-სთვის, ისე საქართველოსთვის. ჩვენი სურვილი ეს არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.