„ჩვენ ვართ კონცენტრირებული გუნდზე, რომელიც დღეს მუშაობს. გუნდი მუშაობს ძალიან აქტიურად. იყო სპეკულაციები კონკრეტულ მინისტრთან დაკავშირებით, რაც იყო ჩვეულებრივი ჭორი. ხშირად ყრიან ხოლმე ასეთ ჭორებს, იმისათვის, რომ საკუთარი პრობლემები გადაფარონ ოპოზიციაში. გუნდი აგრძელებს მუშაობას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი – 2-თან” ინტერვიუში.

“ჩვენ ვართ კონცენტრირებული იმ პროგრამის შესრულებაზე, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს პროგრამა არის რეალისტური და ამბიციური, ამიტომ, მთელი ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა დეკემბერში. როდესაც არის რთული პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში, რთულდება გადართვა კონკრეტული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაზე. ახლა გვაქვს იმის საშუალება, რომ თავიდან ბოლომდე ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენი პროგრამის შესრულებაზე და ასე გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა პრემიერმა.