ბორჯომის სპორტსკოლისა და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 18 თვე გაგრძელდება. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

“პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრული რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია განხორციელდება. დეკორატიული ელემენტების გამოყენებით შენარჩუნდება შენობის იერსახე.

რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდება სპორტსკოლა და ბიბლიოთეკა.
მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო სივრცით, ასევე, სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები.

სპორტის სახეობებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ, ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ კუთხით არაერთ პროგრამას ახორციელებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.