“ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ტელეფონი მომაწოდეს, – შენთან უნდათ დალაპარაკებაო, და მან მითხრა (მერაბიშვილმა), რომ ამერიკაში იყო და რომ ჩამოვიდოდა. ამ ავტოდრომის თაობაზე უნდა შევხვედროდით“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

„მერაბიშვილი რომ ჩამოვიდა, დამირეკა ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა და, დაახლოებით, 40 წუთი ვისაუბრეთ. ის ყველანაირად მისაბუთებდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ დავთმობდით ამ ავტოდრომს. ამ შეხვედრას წინ უძღოდა მაშინდელ გუბერნატორ ზურაბ მელიქიშვილთან შეხვედრა, რომელმაც წამიყვანა რუსთავის “ფუნიკულიორზე” და მეუბნებოდა, – იქნებ, გადავცვალოთ ეს ადგილებიო.

მე არ ვიცოდი, რას აპირებდნენმ როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ კეთდებოდა ავტობაზრობა, რომელსაც, აქეთ მხარეს, თბილისიდან რომ მივდივართ, გზის მარცხენა მხარეს… გიორგი უდესიანია და, ხელმარჯვნივ, არ ფიგურირებს, მაგრამ, ძალიან ხშირად ნახულობდნენ ამ ავტოდრომის მშენებლობაზე, რომელიც შემდეგ გაიყიდა. და ავტობაზრობის მშენებლობაზე ხშირად მოდიოდა ბატონი ვანო მერაბიშვილი”, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.