გერმანული სამოგზაურო გამოცემა “Travelbook-ის” გამოკითხვაში თბილისი ევროპის 14 ულამაზეს დედაქალაქს შორის მოხვდა.

“Travelbook-მა” სოციალურ ქსელებში: “Facebook-სა” და “Instagram-ში” 200 ათასზე მეტ გამომწერს შეკითხვით მიმართა, ევროპის 47 დედაქალაქიდან სად ისურვებდა მოგზაურობას და რომელია ევროპის ყველაზე ლამაზი დედაქალაქი.

“Travelbook-ის” გამოკითხვის მონაწილეებმა შემდეგი დედაქალაქები აირჩიეს: თბილისი, რომი, ვენა, ლისაბონი, პარიზი, პრაღა, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, ლონდონი, ამსტერდამი, ტალინი, ვალეტა, მადრიდი და ათენი.