“შეიძლება, ვთქვათ – უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას”, – აცხადებს „რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.
ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხად უკვე მიღებული ზომების გარდა, კიდევ რას განიხილავს ბრიუსელი, მარტა კოსმა განაცხადა: „ბევრი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ამ ვითარებაში ძალიან ვფრთხილობთ“.

“შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები”, – აღნიშნა კოსმა.