„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა.
მხოლოდ ფაქტები –
რეალობისა და მითებისგან განსასხვავებლად:
მითი: საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია, უარყოფითი ეკონომიკური ზრდა 3.4% იქნება.
რეალობა: საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა (I კვარტალი)
IMF, WB, EBRD, ADB – საქართველოს ეკონომიკის ზრდას 5.5-6%-ის ფარგლებში პროგნოზირებენ.
მითი: ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაფიქსირდება – 1 აშშ დოლარი = 3.1 ლარს.
რეალობა: 1 აშშ დოლარი = 2.75 ლარს.
მითი: სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკლისი 1.3 – 1.6 მილიარდი დოლარი იქნება.
რეალობა: სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%- ით შესრულდა (I კვარტალი)“, – წერს გიორგი აბაშიშვილი.