„გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%; ასევე, პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
“ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ“, – განაცხადა პრემიერმა.