“მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

„მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს. გახსოვთ, რა პროცესები გამოვიარეთ გასული თვეებისა და რამდენიმე წლის განმავლობაში და, რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის მოწოდების სიმაღლეზე დგომა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და, შესაბამისად, არ გვექნებოდა არც ასეთი ეკონომიკური ზრდის მონაცემები. ბატონ ვახტან გომელაურს მადლობა და, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ეკონომიკურ გუნდს. საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.