“2024 წელს გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა. მათ შორის, კონკრეტულად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილშიც გვაქვს დადებითი მიგრაციული სალდო. დაახლოებით, 850 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
“ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები ჩვენს ქვეყანაში და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. რაც შეეხება სხვა დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, როგორიც არის დაბადების მაჩვენებელი, ქორწინება-განქორწინების მაჩვენებელი, აქ, სამწუხაროდ, გვაქვს არასახარბიელო ვითარება და ამ საკითხზეც აქტიურად არის სამუშაო“, – განაცხადა პრემიერმა.