“ეს არის გაგრძელება იმ წარმატებული ეტაპისა, რომელსაც დღეს გადის ქართული სპორტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატების ეს ისტორია მომავალშიც გაგრძელდეს”, – ამ სიტყვებით შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ქართველი ძიუდოისტების წარმატება.

„მე მინდა, ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, როგორც ინდივიდუალურ ჭრილში, ისე, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია – გუნდურ ჭრილში. მათ მოიპოვეს ძალიან დიდი გამარჯვება, გახდნენ ევროპის ჩემპიონები. ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მინდა, მივულოცო ეს ძალიან დიდი წარმატება”, – აღნიშნა პრემიერმა.