“ის, ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო – თაღლითს უთხრეს, – ფული უნდა დააბრუნოო”, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
“აქ საინტერესო ის არის, რომ ბატონი ბაჩიაშვილი თავის “სიმართლეში” ოპოზიციური არხებიდან გვარწმუნებდა, თან – რუსთაველზე მიმდინარე აქციების ფონზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, შარშანდელი თოვლივით გაიპარა და ქვეყანა დატოვა. იცოდა, რომ დამნაშავე იყო, ამიტომაც იბრიქებოდა, ჩაგრულის მანტია მოგდებული დროს წელავდა; ამავე დროს, ისიც იცოდა, ადრე თუ გვიან სამართალი მასაც მიადგებოდა. აქეთ – ოპოზიციას, იქით – მომიტინგეებს თავს აწონებდა, – თქვენ გვერდით ვარო, მაგრამ გაქრა. აორთქლდა. საკითხავია, როდემდის?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.