პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი პარიზში გამართულ დემონსტრაციებს ეხმაურება და აქციის დარბევის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ერთი ჩვეულებრივი დღე პარიზში…

მივესალმებოდი ფრანგი სამართალდამცველების გადაწყვეტილებას, დაეცვათ წესრიგი, რომ ვიცოდე, ადეკვატური და ობიექტური შეფასებები ექნებოდათ ჩვენ მიმართაც. თუმცა ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში სანქცირების საფუძველია.

თან, მოდით, ნუ შევადარებთ ხელფასების, საპენსიო რეფორმის გაუქმების მოთხოვნით გამართულ პროფკავშირების აქციას და ხელისუფლების დამხობის მიზნით დაფინანსებულ რადიკალებს.

ინფორმაციისთვის: პარიზის პოლიციის ცნობით, ხუთშაბათს, პირველი მაისის დემონსტრაციის დროს, საფრანგეთის დედაქალაქში 50-მდე ადამიანი დააკავეს“, – წერს ნინო წილოსანი.