საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„8 მაისს, 17:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. მინდა, მათ წარმატება ვუსურვო და მინდა გთხოვოთ, რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს, ვისაც საშუალება ექნება, რომ თამაშზე დაესწროს. ვისაც დისტანციურად მოგვიწევს ყურება, აუცილებლად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს. წარმატებები ბიჭებს, გამარჯვებისკენ“, – აღნიშნავს გურამ კაშია.