ბათუმში „ბათუმობა 2025“ გაიმართება. 3 და 4 მაისს საზაფხულო თეატრისა და ბულვარის მიმდებარედ ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, კლასიკური, თანამედროვე მუსიკისა და ქართული ფოლკლორის კონცერტები.
მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ასევე გასტრონომიული კუთხე. 4 მაისს საპატიო ბათუმელებს დააჯილდოებენ და გაიმართება გალა კონცერტი.