ქუთაისში “გვირილობის” დღესასწაულს აღნიშნავენ. „ქუთაისქალაქობის” მთავარი ღონისძიებები თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფეთუბანში იმართება.

მოწყობილია მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, იგეგმება მდინარე რიონზე ჯომარდობის მოყვარულთა საჩვენებელი დაშვება და საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ცერემონია.

„ქუთაისქალაქობა 2025“ გალა კონცერტით დასრულდება.