ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გერმანიაში, საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) – ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ეხმაურება.
„გერმანიაში, რომელმაც თითქოს მისი ბნელი წარსული უკან მოიტოვა, ერთი შეხედვით დემოკრატიისთვის სრულიად შეუთავსებელი რამ მოხდა.
ექსტრემისტულად გამოცხადდა საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD). გამოდის რომ ამ პარტიის უამრავი ამომრჩეველი ექსტრემიზმის სენით არის შეპყრობილი და სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
წარმოიდგინეთ აბსურდის დონე და ეს აბსურდი დემოკრატიის დროშით მიეწოდება საზოგადოებას. სინამდვილეში კი ეს არის “დიფ სთეითი” – დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული.
ამ მხრივ, ერთ-ერთი მაგალითია საქართველოც, რომელიც “დიფ სთეითისგან” სწორედ ეროვნული ინტერესების გატარების გამო ისჯება
გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის რეაგირება ასეთ მოვლენებზე ვერბალურ შეშფოთება – აღშფოთებას არ სცდება, კითხვა ჩნდება, ხომ არ არის სიმართლესთან ახლოს ვერსია, რომ არავითარი რეალური ბრძოლა “დიფ სთეითთან” არ ხდება და საქმე მის რებრენდიგთან გვაქვს. ეს მალე გაირკვევა“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.