პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას – „თავზე ხელი უნდა ავიღოთ, დედაქალაქშიც გენერალური ბრძოლისთვის ვართ მოსამზადებელი. სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“ – სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ახლა “Lee Van Der Khabe-ს” პიარში არ ჩამომართვათ – რატომ დავდე ეს “გენიალური” მოწოდება. კონტრასტის გამო.
დღეს წავიკითხე – თბილისმა „საბოლოოდ“ დაკარგა სამხრეთ კავკასიის ცენტრის ფუნქცია, რომელიც ბაქომ აითვისა. და აი რატომო: მიუხედავად „ანტიდემოკრატიული“ აზერბაიჯანისა, მას მაინც სტუმრობს მაღალფარდოვანი სიტყვებით ევროკომისარი; სირიაზე (თურქეთის პროქსი-გავლენის ზონაზე) მორიგი ავიადარტყმების მიყენების შემდეგ – ბაქოში თურქეთის საჰაერო სივრცის გამოყენებით 5-დღიანი ვიზიტით ჩადის ნეთანიაჰუ; ამის შემდეგ ბაქოში ჩადის ერდოღანი; და 9 მაისს პუტინთან ჩადის ალიევი – და სად არისო ამ ყველაფრის ფონზე თბილისი.
ამ ყველაფრის ფონზე „თბილისი“ მაგონებს გაზის „პლიტასთან“ მყოფ პატარა ბავშვს, რომელსაც მზრუნველმა მშობლებმა ასანთი წაართვეს და იმის მაგივრად, რომ უხაროდეს – რატომღაც სიმწრის ცრემლები მოსდის.
გვიხაროდენ! რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ მოვლენებისგან ამ ეტაპზე (ყოველ შემთხვევაში) რაც შეიძლება შორს ვართ.
გვიხაროდენ! რომ კარგ, „ჯიგრულ“ ომს თუ დაძაბულობას – „ცუდი“ მშვიდობა გვირჩევნია.
და მესამედაც – გვიხაროდენ! რომ ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ – “Lee Van Der Khabe-ს” დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“.
ჩვენ კიდევ: „ბრიუსელი – დამასკო – თელავივი – ბაქო – ანკარა – მოსკოვის ღერძის პარალელურად – თუ ამ „ბრძოლაში“ დავმარცხდით, მაშინ რა გითხრათ, რით გაგახაროთ”, – წერს დავით ქართველიშვილი.